გერმანიაში საქართველოს ახალი საელჩო გაიხსნება

8 ოქტომბერს გერმანიაში, ბერლინში საქართველოს ახალი საელჩო გაიხსნება .

ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართულმა მხარემ ახალი საელჩოს შენობა შეიძინა. კალანდაძის თქმით, საელჩოს უკეთესი ტერიტორიული მდებარეობა აქვს და ახალი საელჩოს გახსნა ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას უზრუნველყოფს. "ბერლინში ახალი საელჩო შევიძინეთ, რომელიც 8 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნება. მას ბევრად უფრო უკეთესი ტერიტორიული მდებარეობა აქვს. ახალი საელჩოს გახსნა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე კიდევ უფრო აისახება", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია