სამოქალაქო რეესტრის გლდანისა და ნაძალადევის სამსახურები გაერთიანდა

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანისა და ნაძალადევის ტერიტორიული სამსახურები გაერთიანდა.

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან განუცხადეს, 11 ოქტომბრიდან აღნიშნული ოფისი თბილისში, ცოტნე დადიანის ქ. #34-შია განთავსდება.

ამ დრომდე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანის სამსახური თბილისში სარაჯიშვილის გამზ. #3-ში მდებარეობდა.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიულ სამსახურს ჯაბა შარვაძე უხელმძღვანელებს.

ოფისი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და ავეჯით. მოქალაქეები ერთსა და იმავე ადგილზე, ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებენ: დაბადების, პირადობის მოწმობებს, პასპორტებს, მოქალაქეობის საკითხბთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და სხვა საბუთებს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის