თვითმმართველობებს საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებზე კონკურსის გამოცხადება უახლოეს დღეებში შეეძლებათ

თვითმმართველობებს საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებზე კონკურსის გამოცხადება უახლოეს დღეებში შეეძლებათ.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დღეს საბოლოოდ დაამტკიცა კიდეც. ცვლილებები "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებზე ნებართვების გაცემის წესი იცვლება. სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს მგზავრთა გადაყვანაზე ნებართვის აღება მოუწევთ, რისთვისაც გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ და კონსკურში გაიმარჯვონ. კანონპროექტის თანახმად, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, კონკურსის წესით განხორციელდება. კონკურსის წესსა და ნებართვის გაცემის ფასს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანო განსაზღვრავს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფასს საკრებულო განსაზღვრავს. ასევე, საკრებულო დაამტკიცებს ნებართვის გაცემის წესს, თუმცა, თბილისის მერის წარდგინებით. ნებართვის ფასის გადახდის წესს თბილისის მთავრობა დაამტკიცებს.

ცნობილია ის ფაქტი, რომ დედაქალაქის საკრებულო ამ გადაწყვეტილების მიღებას წლის ბოლომდე გეგმავს და პროექტის განხილვაც ამიტომ დაჩქარდა. ოპოზიცია კი ეჭვობს, რომ ხელისუფლება ახალ მონოპოლიას ქმნის, დღეს მოქმედ ხაზებზე დასაქმებული მძღოლები კი, სამსახურების და "ლუკმა-პურის" გარეშე დარჩებიან.

ოპოზიციურ კულუარებში იმასაც აცხადებენ, რომ უკვე ცნობილია ის კომპანია, რომელმაც დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში უნდა გაიმარჯვოს და ამ კომპანიის მფლობელებად სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორ ზაზა გოროზიას მეგობრებს ასახელებენ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ თვითმმართველობა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მგზავრობას დააფინანსებს, შესაბამისად, გამარჯვებულ კომპანიებს ბიუჯეტიდან ფულის მიღების საშუალებაც ექნებათ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა