ავტობუსების ახალ სამარშრუტო ხაზებს ორი ახალი მარშრუტი - #140 და #150 ავტობუსები დაემტა.
მუნიციპალური ავტობუსების ახალი სამარშრუტო სქემა დედაქალაქის მერიის პორტალზე გამოქვეყნდა. მასში დეტალურად არის აღნიშნული 1-ელი ნოემბრიდან გაუქმებული ავტობუსის ნომრები, მათი შეცვლილი მარშრუტები და ასევე ავტობუსების ის ნომრები, რომლთა მოძრაობის სქემაც იგივე დარჩა.
მარშრუტების ჩამონათვალი, რომელიც 1-ელი ნოემბრიდან გაუქმდა, შემდეგია: #5, 8, 13, 30, 32, 35, 52, 54, 57, 58, 63, 64, 67, 74, 76, 81, 83, 89, 93, 96, 97, 98, 100, 105, 111, 113, 114, 115, 116, 117, 118, 119, 120, 123, 125, 200.
მარშრუტების ჩამონათვალი, რომელთაც 2010 წლის 1-ელი ნოემბრიდან მოძრაობის სქემა შეეცვალათ, ასე გამოიყურება: #1, 2, 6, 11, 12, 16, 17, 25, 28, 34, 36, 39, 43, 44, 48, 50, 55 56, 62, 70, 71, 72, 75, 79, 80, 86, 88, 90, 92, 94, 99, 102, 107.
მოძრაობის სქემა კი უცვლელი დარჩება შემდეგ მარშრუტებზე: #3, 4, 7, 9, 10, 14, 15, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 26, 27, 29, 31, 33, 37, 38, 40, 41, 42, 45, 46, 47, 49, 51, 53, 59, 60, 61, 65, 66, 68, 69, 73, 77, 78, 82, 84, 91, 95, 101, 103, 104, 106, 108, 109, 110, 112, 121, 122, 124.
დედაქალაქის პორტალზე ასევე მითითებულია, თითოეულ მარშუტზე მგზავრთა ტევადობის სიდიდეც. მგზავრთა საშუალო ტევადობის ავტობუსებს მარშუტები შეეცვალათ. დიდი ტევადობის ავტობუსის ხაზები კი იგივე მარშუტზე დარჩა.
თბილისის მთავრობის 2010 წლის 29 ოქტომბრის #29.11.1323 დადგენილებით, მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან ძალაში შევიდა ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით, ავტობუსების ახალი სამარშრუტო სქემა. ახალი სქემით 36 მარშუტი გაუქმდა. სულ ქალაქში ავტობუსის 90 ხაზი იქნება, რომელზეც ყოველდღიურად დედაქალაქში 477 ავტობუსი იმოძრავებს.