ოზურგეთი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა ოზურგეთი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად.

შეეჯახება ბათუმი-მთისპირის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსსა და "ტოიოტას" მარკის მსუბუქ ავტომანქანას შორის მოხდა.

დაშავებულთაგან ერთ-ერთი მცირეწლოვანი ბავშვია, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

"ტოიოტას" მძღოლი, 27 წლის თამაზ დუმბაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

დაშავებულები ოზურგეთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის