აშშ-ში გამოიცა წიგნი, სახელწოდებით "სტალინური გენოცოდი", რომელიც სტალინის დროინდელ მასობრივ მკვლელობებს და კაცობრიობის მიმართ ჩადენილ დანაშაულებს ეძღვნება.
წიგნის ავტორია ამერიკელი ისტორიკოსი ე.წ. საბჭოთა პერიოდის სპეციალისტი და მკვლევარი, პროფესორი ნორმან ნაიმარკია. წიგნში ავტორის მიერ მოყვანილია ფაქტები და დეტალები მასობრივი მკვლელობების შესახებ. ავტორი ცდილობს უარყოს გაერო-ს მიერ აღიარებული ოფიციალური აზრი, რომ სტალინის იდეოლოგიური რეფორმები და სტალინური რეპრესიები არ იყო ნაციონალურ ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობები. ავტორის აზრით, სტალინურ რუსეთში სწორედ გენოციდს ქონდა ადგილი. რის მაგალითადაც ნორმან ნაიმარკს ე.წ. გაკულაკების და ერების გადასახლების მაგალითები მოყავს.