პარლამენტის წევრი გია არსენიშვილი გარდაიცვალა

პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი 68 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა .

არსენიშვილი სხვადასხვა დროს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ინსტიტუტის ფაკულტეტის დოცენტი, გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. დააარსა მათემატიკური მეთოდების გამოყენების კათედრა და იყო ამავე კათედრის გამგე.

1995 – 2000 მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულად კახეთში. 2000 – 2001 დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრად. 2001 – 2004 იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელი ავსტრიაში, უნგრეთში, სლოვენიაში, სლოვაკეთსა და ჩეხეთში. 2004 – 2006 არჩეული იყო საქართველოს გაერთიანებული ტელეკომის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. 2006 – 2007 წლებში იყო საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2008 წლის ივნისიდან საქართველოს პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია