მსახიობი შორენა ბეგაშვილი გარემოს დაბინძურებისთვის დაჯარიმდა

გარემოს დაბინძურებისთვის ტელე-გადაცემის მონაწილე შორენა ბეგაშვილი 200 ლარით დაჯარიმდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს~ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს, 24 ნოემბერს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე გავიდა სიუჟეტი ცნობილი მსახიობის შორენა ბეგაშვილის მონაწილეობით, სადაც მსახიობი ვერტმფრენიდან საინფორმაციო ბუკლეტებს ყრიდა, რის შედეგადაც გარემო დაბინძურდა.

აღნიშნულ ფაქტზე გარემოს დაცვის ინსპექციამ შორენა ბეგაშვილი საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 146-ე მუხლის შესაბამისად დასუფთავების წესების დარღვევისთვის, 200 ლარით დააჯარიმა.

`კანონმდებლობის მიხედვით, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების საზოგადოებრივ ადგილებში, გზებზე, მდინარეებში, პარკებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან სხვა ადგილებში დაყრის და დასუფთავების წესების დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირები, დაწესებულებები და ორგანიზაციები 1000 ლარით ჯარიმდებიან. განმეორებით შემთხევაში კი, გარემოს დაბინძურება, ფიზიკური პირის 500 ლარით, იურიდიული პირის კი - 3 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას იწვევს~, _ აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის