კობა დავითაშვილი - ტეფტმა ჩემზე თავდასხმასთან დაკავშირებით ხელისუფლების ვერსია გაიმეორა

"ხალხის პარტიის" ლიდერის, კობა დავითაშვილის განცხადებით, ვაშინგტონში გაგზავნილ დიპლომატიურ ტელეგრამაში, რომელიც საიტმა Wikileaks გაავრცელა , საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა ჯონ ტეფტმა, მის წინააღმდეგ მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ხელისუფლების ვერსია გაიმეორა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კობა დავითაშვილმა განუცხადა, ხელისუფლების ვერსია იყო, რომ 2006 წლის ივნისში მის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტის უკან რუსეთი იდგა,  სწორედ ამ ვერსიაზე საუბრობს ტეფტიc.

დავითაშვილის განმარტებით, აღნიშნული საქმე გამოძიებული არ არის და არც არავინ დაუკავებიათ.

"გამოაცხადეს, რომ ეჭვმიტანილს მამა ოსი, დედა კი ქართველი ჰყავდა და ვლადიკავკაზი-რუსთავის მიმართულებით მოძრაობდა, თუმცა იგი არ დაუკავებიათ. მაშინ ითქვა, რომ აღნიშნული პირი რუსეთიდან მოგზავნილი იყო", - განაცხადა კობა დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ მას ვერსიების არ სჯერა.

მისივე თქმით, ამ შემთხვევამდე, 2006 წლის ივნისამდე, მასზე თავდასხმა გორშიც მოხდა და ზუსტად იცის, რომ ეს თავდასხმა რუსეთიდან არ იყო ორგანიზებული ,  მის უკან ქართული სპეცსამსახურები იდგნენ.

Wikileaks-მა საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩის, ჯონ ტეფტის მიერ 2007 წლის 20 აგვისტოს ვაშინგტონში გაგზავნილი დეპეშის შინაარსი გამოაქვეყნა. თავის გზავნილში ჯონ ტეფტს მოჰყავს რუსეთის იმ ქმედებების ჩამონათვალი, რომლებიც მიმართულია საქართველოს დესტაბილიზაციისაკენ. მათ შორის დასახელებულია ოპოზიციური პოლიტიკური ფიგურის მკვლელობა.

კობა დავითაშვილზე თავდასხმა 2006 წლის ივნისში, პოლიტიკოსის სახლთან მოხდა, რასაც დავითაშვილის მეზობლის დაჭრა მოჰყვა. რამდენიმე დღეში, შსს-მ საქმე გახსნილად გამოაცხადა. ოფიციალური ინფორმაციით, ტერაქტი 1981 წლის 23 ივნისს დაბადებულმა გიორგი ალიკას ძე კურტაევმა მოაწყო, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.

შსს-ს ვერსიით, რუსეთის სპეცსამსახურების გათვლით, თუ კურტაევი დავითაშვილს მოკლავდა, ქვეყანაში მღელვარება დაიწყებოდა, რადგან საზოგადოება ხელისუფლებას ოპონენტის მოშორებაში პირდაპირ დაადანაშაულებდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის