"სანდი თაიმსის" ცნობით, ფიფა-ს აღმასკომი შესაძლოა მოსყიდული იყოს

ბრიტანული გამოცემა "სანდი თაიმსი" ირწმუნება, რომ გააჩნია ინფორმაცია ფიფა-ს აღმასკომის წევრების შესაძლო მოსყიდვასთან დაკავშირებით .

გამოცემის ცნობით, ინფორმაციის წყარო ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენელია, რომელმაც 2018 წელს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადი წარმოადგინა. მისი თქმით, ერთ-ერთ შეხვედრას ესწრებოდა, რომლის დროსაც ერთ-ერთი განმცხადებელი ქვეყნის მომხრეები აღმასკომის წევრებს ხმების მოსყიდვაზე ესაუბრებოდნენ.

თუმცა, გაზეთი წყაროს შესახებ ინფორმაციას არ აქვეყნებს. რადიოსადგურ "ეხო მასკვის" ცნობით, მან ფიფა-ში აღნიშნული მასალები გააგზავნა და გამოძიების დაწყება მოითხოვა. გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაციას ამ მიმართულებით ჯერ არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

ფიფა-ს აღმასკომის გადაწყვეტილებით, 2018 წელს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი რუსეთში ჩატარდება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს