გაზეთ "პრაიმ-თაიმის" პრესკლუბში თბილისის საკრებულოს დეპუტატის ზაზა გაბუნიას წიგნის "პუბლიცისტური მოდუს ვივენდის" პრეზენტაცია გაიმართა .
წიგნთან დაკავშირებით ზაზა გაბუნიამ და რედაქტორმა, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორმა ბექა ჭედიამ განმარტებები გააკეთეს.
როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, წიგნი ფაქტებისა და ისტორიული მოვლენების შედარებით ანალიზს წარმოადგენს და ეხება სხვადასხვა თემებს. კერძოდ, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, რუსეთის, როგორც ნეოიმპერიის ბედს, ტოტალიტარული რეჟიმების ხასიათს, პოლიტიკურ კონცეფციათა არსს, ისტორიულ პარალელებს, ებრაულ კიბუცებს, ცალკეულ პიროვნებათა ცხოვრების ანალიზს და სხვა აქტუალურ საკითხებს.
თავად "მოდუს ვივენდის" ლათინური სიტყვაა და ქართულად სასიცოცხლო სივრცეს ნიშნავს. წიგნი 1000 ცალი ეგზემპლარად დაიბეჭდა და ქსელში უკვე იყიდება..
როგორც ზაზა გაბუნია აცხადებს, "პუბლიცისტური მოდუს ვივენდი" მან მიუძღვნა თავის მეუღლესა და შვილს.
"პოლიტიკოსი უნდა იყენებდეს ყველა შესაძლებლობას, რომ საკუთარი პრინციპები, იდეალები, შეხედულებები საზოგადებას გააცნოს. ამისთვის მწერლობა სერიოზული იარაღია", - აღნიშნა პრეზენტაციაზე ზაზა გაბუნიამ.