საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირსა და "თბილისის სატრანსპორტო კომპანიას" შორის დღეს მემორანდუმი გაფორმდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პროფესიული კავშირის გაერთიანებიდან აცნობეს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანია და შ.პ.ს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან კოპლატაძე გააფორმებენ.
მემორანდუმის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიალი სატრანსპორტო კომპანიის ცენტრალურ ოფისში გაიმართება.
ხელმოწერის გარდა, მხარეები განიხილავენ სისტემაში შემცირებული 300 მძღოლის დასაქმების საკითხს.