ჯეკპოტი აფხაზეთიდან დევნილმა ზაირა თორდინავამ მოიგო

ლატარიის კომპანიის ჯეკპოტი აფხაზეთიდან დევნილმა ზაირა თორდინავამ მოიგო. იგი ბაგებში, დევნილებით კომპაქტურად ჩასახლებულ კორპუსში ცხოვრობს და ”დელისის” მეტროსთან, ჯიხურში გამყიდველად მუშაობს. მან შეიძინა ერთი ბილეთი და ჯეკპოტი მოიგო .

თორდინავა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ ახლაც შოკირებულია და კარგა ხანი დასჭირდება ამ ყველაფრის გასააზრებლად.

"ახლაც არ ვარ შოკიდან გამოსული და არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება. მეხუთე ციფრის ამოსვლის შემდეგ, ნერვიულობამ პიკს მიაღწია და გონზე ჯერაც არ მოვსულვარ", - განაცხადა თორდინავამ.

ლატარიის კომპანიაში გამარჯვებულს თანხას დღესვე გადასცემენ. ლატარიის კომპანიის წარმომადგენელი გია ბარკალაია კი აცხადებს, რომ გამარჯვებულს კომპანია ერთი წელი ელოდა.

"ერთი წელი ველოდით გამარჯვებულს. გუშინ 21:51 წუთზე გამოვლინდა გამარჯვებული. ეს არის ყველაზე დიდი თანხა, რაც კი მოუგიათ მთელ კავკასიის რეგიონში", - განაცხადა ბარკალაიამ.

ზაირა თორდინავამ 4 მილიონ 400 ათასი ლარი მოიგო. თანხის 12 პროცენტი დაიბეგრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა