დაცული ტერიტორიების სააგენტომ სათაფლიის ნაკრძალში საინფორმაციო ტური მოაწყო

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით დღეს, სათაფლიის ნაკრძალში საინფორმაციო ტური მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს ტუროპერატორებმა მიიღეს. 

საინფორმაციო ტურის განმავლობაში მონაწილეებმა სათაფლიის ნაკრძალის ვიზიტორთა ცენტრი, იურული პერიოდის პარკი, დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობა და მღვიმე დაათვალიერეს. აგრეთვე, სათაფლიის მთის ფერდობზე მინის გამჭვირვალე გადასახედი მოინახულეს.

საინფორმაციო ტურის მიზანია, ტუროპერატორებისთვის განახლებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სათაფლიის ნაკრძალის ტურისტული პოტენციალის გაცნობა და პოპულარიზაცია.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის