საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საბანკო ანგარიში დაყადაღებულია

"ტაოპროვატბანკმა" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საბანკო ანგარიში დააყადაღა .

აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრენიუსს" ფედერაციის პრესსამსახურის ხელმძვანელმა, ლაშა დვალიშვილმა დაუდასტურა.

მისი თქმით, საქმე ეხება ფედერაციის ძველი ხელმძღვანელობის მიერ აღებულ კრედიტს, რომელსაც ახალი ხელმძღვანელობა ეტაპობრივად ფარავდა. "მიუხედავად ამისა, ბანკმა ფედერაციის ანგარიში არჩევნების წინ დააყადაღა", - აღნიშნა დვალიშვილმა.

ფეხბურთის ფედერაციის კრედიტი "ტაოპრივატბანკის" მიმართ 300 000 ევროს შეადგენს.

ფეხბურთის ფედერაციაში პრეზიდენტის არჩევნები 2011 წლის 22 იანვარისთვის არის დანიშნული.

"ტაოპრივატბანკში" ჯერ კომენტრი არ გაუკეთებიათ.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ვრცელ მასალას გაზეთ ”ლელოს” ხვალინდელ ნომერში იხილავთ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო