გურიის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე კახა ასკურავა დღეიდან ოზურგეთის ცენტრალურ საავადმყოფოს უხელმძღვანელებს. მის დანიშვნას ხელი დღეს დილით მოეწერა.
ასკურავამ ახალ თანამდებობაზე დავით ჩანტლაძე შეცვალა. არსებული ინფორმაციით, ჩანტლაძის თანამდებობა საავადმყოფოში არსებულ მთელ რიგ პრობლემებს შეეწირა.
ასკურავა ბოლო ორი წელი გურიის გუბერნატორის მოადგილე იყო, მანამდე კი ასევე ორი წელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე. გურიის გუბერნატორის მოადგილის სავარძელი ჯერჯერობით ვაკანტურია და ამ ეტაპზე ასკურავას შემცვლელის ვინაობა არ კონკრეტდება.
როგორც `ინტერპრესნიუსს~ კახა ასკურავამ განუცხადა, მან იცის, რომ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო, თუმცა ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ეს სფერო მისთვის ძალიან ნაცნობია. `ეს ჩემთვის საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო, მაგრამ იმედი მაქვს, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით ის პრობლემები, რომელიც დღეს ოზურგეთის ცენტრალურ საავადმყოფოშია, დროულად გადაიჭრება~, _ აღნიშნა მან.