საპატრიარქოში ოშკისა და ოთხთა ეკლესიის აღდგენის შესახებ შეთანხმებას არ იცნობენ

საქართველოს საპატრიარქოში ოშკისა და ოთხთა ეკლესიის აღდგენის შესახებ პროექტს და შეთანხმებას არ იცნობენ. შესაბამისად, ამ პროექტში საპატრიარქოს ჩართულობაზე ინფორმაციას არ ფლობენ.

როგორც `ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის თავმჯდომარემ, ამბა-ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა განუცხადა, პროექტთან დაკავშირებული შეთანხმების შესახებ დოკუმენტი შესაძლოა საპატრიარქოს კანცელარიაში იყოს შესული, რადგან ჯერ მათთან დოკუმენტი განსახილველად არ შესულა.

`რაც შეეხება საპატრიარქოს ჩართულობას ოშკისა და ოთხთა ეკლესიის აღდგენის პროექტში, ყველგან საშობაო არდადეგები იყო და ბატონ ნიკა ვაჩეიშვილსა და ბატონ კულტურის მინისტრ ნიკა რურუას არ შეხვედრივარ. მათაც არ ჰქონიათ ჩვენთან კავშირი. ამიტომ ვერაფერს ვიტყვი~, _ დასძინა მეუფე დავითმა.

ცენტრში ასევე აცხადებენ, რომ პროექტში საპატრიარქოს, როგორც ერთ-ერთი მხარის ჩართვის შესახებ ინფორმაცია მათ ჟურნალისტებისგან შეიტყვეს. მათი თქმით, სასურველი იქნებოდა, თუ აღდგენის პროექტის განხილვაში მათი ცენტრიც მიღებს მონაწილეობას.

"ინტერპრესნიუსი" ასევე საპატრიარქოს კანცელარიის უფროს იოანე გაგუას დაუკავშირდა. გაგუასთვის უცნობი იყო, შევიდა თუ არა საპატრიარქოს კანცელარიაში ზემოთ აღნიშნული დოუმენტი. შესაბამისად, ოშკისა და ოთხთა ეკლესიის აღდგენის პროექტს და მასში საპატრიარქოს ჩართულობის შესახებ ინფორმაციას იგი არ ფლობდა.

ოშკისა და ოთხთა ეკლესიის აღდგენის შესახებ თურქულ მხარესთან მოლაპარაკებებში საპატრიარქოს ჩართვის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ნიკა ვაჩეიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას განაცხადა. არსებული ინფორმაციით, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ოშკისა და ოთხთა ეკლესიის აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში, ყოფილ ლენინის მოედანზე დამწვარი მეჩეთის აღდგენა იგეგმება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს