თავდაცვის სამინისტრო კრწანისის ცენტრში მომხდარ აფეთქებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს .

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, აფეთქება სასწავლო ცენტრ "კრწანისში" პირველი საარტილერიო ბრიგადის ნაღმმტყორცნელთა ბატალიონის ასეულის ჯარისკაცების წვრთნების დროს მოხდა.

120 მმ ნაღმმტყორცნის ჭურვის აფეთქება, სავარაუდოდ, წვრთნის დროს დაშვებულმა ტექნიკურმა შეცდომამ გამოიწვია.

უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულია სამი სამხედრო მოსამსახურე, დაჭრილია - 13.

მომხდარს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია და გენერალური ინსპექცია იძიებენ.