ზურაბ ნოღაიდელს პარტიის თავმჯდომარის პოსტი ოფიციალურად დაატოვებინეს

იუსტიციის სამინისტრომ მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ბედი ზურაბ ნოღაიდელთან დაპირისპირებული თანაპარტიელების სასარგებლოდ გადაწყვიტა .

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოძრაობის გამგეობის წევრების შეცვლის შესახებ განცხადება იუსტიციის სამინისტრომ დააკმაყოფილა და ახალი შემადგენლობა რეგისტრაციაში გაატარა.

"იუსტიციის სამინისტრომ შეისწავლა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც შეესაბამებოდა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონისა და მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის წესდების კონკრეტული მუხლების მოთხოვნებს. შესაბამისად, გამგეობის შემადგენლობის წარმოდგენილი ცვლილების ასახვა განხორციელდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დაცულ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში", - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

ცვლილებების თანახმად, ზურაბ ნოღაიდელი პარტიის გამგეობის თავმჯდომარის პოსტს ავტომატურად ტოვებს. ის მხოლოდ გამგეობის რიგით წევრად რჩება.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში პოლიტიკური მოძრაობის ,,სამართლიანი საქართველოსთვის"" გამგეობის ახალი შემადგენლობის ასახვის მოთხოვნით, მოძრაობის წევრებმა იუსტიციის სამინისტროს 27 დეკემბერს მიმართეს. განცხადებასთან ერთად მათ წარადგინეს მოძრაობის 2010 წლის 23 დეკემბრის რიგგარეშე ყრილობის ოქმი და პარტიის 3500 წევრის წერილობითი დასტური აღნიშნული ყრილობის მოწვევის მოთხოვნით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო