სამხედრო პოლიციამ სამი სამხედრო პირი დააკავა

სამხედრო პოლიციამ სამი სამხედრო მოსამსახურე დააკავა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს .

გამოძიების ინფორმაციით, "კრწანისის" სასწავლო ცენტრში გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევა უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ გამოიწვია. შესაბამისად, ამ ეტაპზე დადგა იმ სამი პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებსაც უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონტროლი ევალებოდათ.

ამ დროისთვის დაკავებული არიან ეროვნული სასწავლო ცენტრის სასწავლო კურსის უფროსი – საარტილერიო ქვედანაყოფების შეფასებისა და მომზადების კურსის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ტრისტან ტყეშელიაძე, საცეცხლე პოზიციის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი მამუკა ფარეშიშვილი და პირველი საარტილერიო ბრიგადის ბატარეიის მეთაური, უფროსი ლეიტენანტი მალხაზ ქობალია.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 403–ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც 6–დან 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სხვა დეტალები ამ დროისთვის გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით არ კონკრეტდება.

პირველი საარტილერიო ბრიგადის ნაღმმტყორცნელთა ბატალიონის ასეულის ჯარისკაცების წვრთნების დროს, გუშინ, სასწავლო ცენტრ "კრწანისში" აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 3 და დაიჭრა 13 სამხედრო მოსამსახურე. მომხდარს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია და გენერალური ინსპექცია იძიებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა