საქართველოს საგარეო ვალი 2010 წლის ბოლოს 3 936 882 000 აშშ დოლარით განისაზღვრა

საქართველოს საგარეო ვალი 2010 წლის ბოლოს 3 936 882 000 აშშ დოლარით განისაზღვრა .

2010 წლის 31 დეკემბრის მონაცემები 64 737 000 აშშ დოლარით აღემატება 30 ნოემბრის მონაცემს.

საგარეო ვალის მაჩვენებელი გაზრდილია 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც. 2009 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი 3 381 513 000 აშშ დოლარს შეადგენდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვალის საერთო მოცულობიდან მრავალმხრივი კრედიტორების მიმართ ვალი 2 850 597 000 აშშ დოლარია, ხოლო ორმხრივი კრედიტორების მიმართ - 582 892 000 აშშ დოლარი.

31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს მიერ სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების ოდენობა 3 392 000 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ევრობონდების ვალი – 500 000 000 აშშ დოლარს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა