საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ახალ განჩინებას აწესებს

ყოველ ახლად დაბადებულ მეოთხე შვილზე, რომელიც პატრიარქის ნათლული გახდება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ახალ განჩინებას აწესებს .

ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და მიტროპოლიტმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, ილია მეორემ სიონში ახალი წლის პარაკლისის დაწყებამდე განაცხადა.

უწმინდესმა მრევლს, სრულიად საქართველოს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მკვიდრთ, დევნილებს ახალი წელი მიულოცა, უფლისგან წყალობა და მშვიდობა უსურვა.

პატრიარქმა ბედნიერებისა და დროის შესაბამისად ადამიანის ცვლილებაზე ისაუბრა. ასევე, მრევლს ახალი განჩინებაც გააცნო.

როგორც პატრიარქმა ბრძანა, ახალი განჩინებით, ყოველი მეოთხე შვილის ნათლია, მშობლების სურვილის შემთხვევაში, უწმინდესი იქნება. ამასთან, მათ მიენიჭებათ ტიტული - სამშობლოსთვის თავდადებული მამულიშვილი და საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მცველი.

უწმინდესის განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ ისინი უნდა გაუფრთხილდნენ საპატრიარქო ტახტს, რათა სამშობლო იყოს ძლიერი, იყოს ეკლესიისა და ხელისუფლების ერთიანობა.

როგორც ცნობილია, უწმინდესის ადრინდელი განჩინებით, ჯვარდაწერილი ოჯახის ყოველი მესამე და შემდგომი შვილი შეიძლება გახდეს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული. ეს განჩინებაც ძალაში რჩება.

უწმინდესმა ბრძანა, რომ აღნიშნულის შედეგად საქართველოში 7 ათასზე მეტი ბავშვი დაიბადა, რომლებიც შესაძლოა, არც დაბადებულიყვნენ. პატრიარქს სურს, რომ საქართველოში ახალშობილების რიცხვი გაიზარდოს.

ახალი წლის პარაკლისზე სიონის ტაძარში მსახურების დროს შესთხოვეს უფალს, რათა უფალმა აკურთხოს "გვირგვინი მოწევნულისა წელიწადისა". პარაკლისის დასრულების შემდეგ ტაძარში მყოფ მრევლს ტკბილეული დაურიგეს.

ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს