ტუნისის პრეზიდენტი გაიქცა, ხელისუფლება სამხედროების ხელში გადავიდა

ტუნისის პრეზიდენტმა ზინ ალ-აბიდინ ბენ ალიმ ქვეყანა დატოვა, ხელისუფლების სადავეები კი ტუნისის არმიის ხელში გადავიდა, - ამის შესახებ "ალ-ჯაზირა" იუწყება.

ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე არეულობების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქვეყანაში უკმაყოფილების ტალღა სოციალურმა პირობებმა, კორუფციამ და უმუშევრობამ გამოიწვია.

საპროტესტო ტალღა გასული წლის დეკემბერში დაიწყო. არეულობების გამო ტუნისში 60-მდე ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ასეული დაშავდა.

პრეზიდენტმა დღეს, ქვეყნის დატოვებამდე, სახალხო უკმაყოფილების ჩასაცხრობად მთავრობა დაითხოვა და უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ განაცხადა. თუმცა, ამან სახალხო მღელვარება ვერ ჩააცხრო, პირიქით უფრო გააქტიურდა და პრეზიდენტის საწინააღმდეგო კამპანიის ხასიათი მიიღო.

ზინ ალ-აბიდინ ბენ ალი ქვეყანას 23 წელიწადი მართავდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს