შაქარი გაძვირდა

საქართველოში შაქარი გაძვირდა. კილოგრამი შაქრის ფასი, დაახლოებით, 12 თეთრით გაიზარდა და 2,20 ლარი გახდა, ზოგან კი 2.40 ლარიც ღირს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "აგარის შაქრის" გენერალურმა დირექტორმა, ალხან ალიზადემ აცნობა, დღეიდან 50 კგ-იანი, ერთი ტომარა შაქრის საცალო ფასი 6 ლარით გაძვირდა და 104 ლარი გახდა.

ალხან ალიზადეს თქმით, საქართველოში შაქრის ღირებულების გაზრდა საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდას უკავშირდება. კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში შაქრის ფასი საერთაშორიო ბაზარზე მუდმივად იზრდებოდა, რაც საქართველოზეც აისახა.

ამასთან, ალხან ალიზადემ განაცხადა, რომ შაქრის დეფიციტი ქვეყანაში არ შეიქმნება. მოთხოვნის შემთხვევაში, შაქრის ნედლეულის შემოტანა გაიზრდება.

მისივე თქმით, იმ ნედლეულით დატვირთული გემი, რომელიც აგარის ქარხანაში უნდა გადამუშავდეს, ბათუმის პორტში ახლაც დგას.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა