დღეს, 24 იანვარს, 17:00 საათზე რადიო "პალიტრის" ეთერში, ( FM 103,9) თოქშოუ "ცენტრის" მთავარი თემა იქნება - ქართული ფილმი და მისი განვითარება.
"პალიტრის" ეთერში მოისმენთ და ნახავთ, როგორ შეიქმნა მანქანაში დაწერილი სცენარის მიხედვით ფსიქოლოგიური დრამა.
"ჟანრობრივად, ეფექტებითა და იდეით "სეზონი" ყველა ქართული ფილმისგან გასნხვავდება. მსგავსი სცენრის ფილმებს ჰოლივუდშიც და ევროპაშიც საკმაოდ იშვიათად იღებენ. ფილმი ისეთი გამოვიდა, თვითონაც არ ველოდით", - ასე აფასებენ საკუთარ პროექტს პროდიუსერები.
რა განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ფსიქოლოგიურ დრამას, რა პირობებში მოხდა ფილმის გადაღება. პროექტის შესახებ თოქშოუს პირდაპირ ეთერში იდეის ავტორი და პროდიუსერი თეზი გობეჩია ისაუბრებს.
მოისმინეთ და უყურეთ თოქშოუ "ცენტრს" შალვა რამიშვილთან ერთად, რადიო "პალიტრის" ეთერში ( FM 103,9) ან ბმულზე www.palitratv.ge