გორის სამხედრო ჰოსპიტალში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა.ეს ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
"მართლაც იყო ასეთი შემთხვევა. სამხედრო მოსამსახურე, გვარად გიორგაძე ე.წ. ღორის გრიპით გარდაიცვალა", - განაცხადეს პრესსამსახურში.
აქვე აღნიშნეს, რომ გარდაცვლილის ოჯახის თანხმობის გარეშე სამხედრო ნაწილისა და სხვა დეტალური ინფორმაციის დასახელებისგან თავს იკავებენ.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, ჰოსპიტალში ამავე ვირუსით კიდევ ერთი სამხედროა მოთავსებული.