ელენე გედევანიშვილი ევროპის ჩემპიონატზე მეხუთეა

ქართველი მოციგურავე ელენე გედევანიშვილი ევროპის ჩემპიონატზე მეხუთეა. გედევანიშვილს 53.68 ქულა აქვს და შედეგის გაუმჯობესებას დღეს, უკვე თავისუფალი პროგრამით შეეცდება .

ბერნში მიმდინარე ჩემპიონატზე ფინელი კირა კორპი ლიდერობს. გედევანიშვილი ევროპის ჩემპიონატზე ფავორიტის რანგში ჩავიდა. ის წინა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

ელენე გედევანიშვილი ამბობს, რომ უკეთეს შედეგს ელოდა. ამასთან, ქართველ მოციგურავეს დღეს უფრო რთული გამოცდა აქვს - დღევანდელი გამოსვლის ხანგრძლივობა 4,5 წუთია და მან რვა ნახტომი ელემენტი უნდა შეასრულოს.

ევროპის ჩემპიონატი დღეს დასრულდება.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს