ჯუმბერ ლეჟავამ საავტორო ჟურნალი გამოსცა

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში ხვალ ცნობილი ქართველი მოგზაურის, ჯუმბერ ლეჟავას საავტორო ჟურნალის - "მოგზაურის" პრეზენტაცია გაიმართება.

გამოცემა მოგზაურობის შესახებ პირველი ქართული შემეცნებითი ჟურნალია. პროექტი ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

,,მოგზაურში" წარმოდგენილია ჯუმბერ ლეჟავას პირადი ჩანაწერები, მსოფლიოს გარშემო მისი საინტერესო მოგზაურობის შესახებ. ამასთან, გამოქვეყნებულია ექსკლუზიური და უნიკალური ფოტომასალები, რომლებიც ცნობილ მოგზაურს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობის დროს აქვს გადაღებული.

ჟურნალში მკითხველი დეტალურად გაეცნობა საქართველოსა და მსოფლიოში ტურიზმის სფეროში მიმდინარე მოვლენებს, მიიღებს ინფორმაციას ნებისმიერი ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და მსოფლიოში სანახაობრივად საინტერესო ადგილების შესახებ.

ჟურნალი მოგზაურობისა და დასვენების მოყვარულ მკითხველს სთავაზობს პრაქტიკულ რჩევებს, სხვადასხვა სახის რუბრიკებსა და ინტერვიუებს ცნობილ ადამიანებთან.

"მოგზაური" სამ თვეში ერთხელ გამოვა და გავრცელდება საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში: პრესის ჯიხურებში, სუპერმარკეტებში, წიგნის მაღაზიებში, ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში, სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის