რუსუდან კერვალიშვილმა და იურგენ ბორნემანმა ნატო-ს მისიებში ქართული მხარის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

ნატო-ს სამშვიდობო მისიებში ქართული მხარის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, რუსუდან კერვალიშვილმა და ნატო-ს საერთაშორისო სამხედრო შტაბის გენერალ-ლეიტენანტმა, იურგენ ბორნემანმა.

როგორც დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ რუსუდან კერვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო და მასზე რეგიონებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

მისი თქმით, საუბარი შეეხო ლისაბონის სამიტზე გაჟღერებულ რუსეთ-საქართველოს საკითხსაც, რომელზეც ითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში უნდა მოგვარდეს.

ამას გარდა, კერვალიშვილმა სტუმართან საუბრისას აღნიშნა, რომ დემოკრატიული განვითარება საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან შემდგომ ურთიერთობაში ხელს შეუწყობს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის