ომარ შარიფი ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებს დემოკრატიულ პროცესად მიიჩნევს

ცნობილი ეგვიპტელი მსახიობი ომარ შარიფი მის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს დემოკრატიულ პროცესად მიიჩნევსდა საპროტესტო მოქმედებების მონაწილეებს თანადგომას უცხადებს.

ომარ შარიფი, რომელიც ქაიროში იმყოფება, ტელეკომპანია BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მისთვის მომავალი თაობების აზრი ნებისმიერი პოლიტიკოსის ხედვაზე ბევრად მნიშვნელოვანია და, შესაბამისად, ქუჩაში გამოსული ხალხის მოთხოვნებს სრულად იზიარებს.

"ზოგადად აპოლიტიკური ვარ, გაზეთებშიც მხოლოდ სპორტულ სიახლეებს ვკითხულობ-ხოლმე, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, მომავალ თაობებს დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება სურთ და ეს მისასალმებელია", – აცხადებს მსახიობი.

რაც შეეხება მოვლენების უარყოფით მხარეებს, როგორც ომარ შარიფი აცხადებს, ერთადერთი საფრთხე, რაც შეიძლება საპროტესტო მოქმედებებს და ხოსნი მუბარაქის გადადგომას მოყვეს, ეს აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შემცირება იქნება. გარდა ამისა, მსახიობი წუხს იმაზეც, რომ საპროტესტო მოქმედებებმა ახალგაზრდები სასწავლო პროცესს და სამუშაოს მოწყვიტა.

ეგვიპტეში უკვე ერთ კვირაზე მეტია, პრეზიდენტ მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობები ეწყობა. სამი დღის წინ, საპროტესტო გამოსვლები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. შეტაკებების შედეგად, არებული მონაცემებით. 300-მდე ადამიანი დაიღუპა.

გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა