საქართველოს კონტროლის პალატა სოციალური მომსახურების სააგენტოს აუდიტის პირველად შედეგებს ხვალ გამოაქვეყნებს.
კონტროლის პალატაში ხვალისთვის აღნიშნულ თემაზე სპეციალური ბრიფინგია დაგეგმილი.
ბრიფინგს კონტროლის პალატის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ალასანია გამართავს.