ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში ნიანგების ფერმა აშენდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფირმა „ჟაკარეს“ მთავარმა სპეციალისტმა ირაკლი ჩიკორაიამ განუცხადა, ნიანგის კვერცხები არგენტინიდან ჩამოიტანეს. ინკუბაციისთვის სილაში ჩაფლული კვერცხებიდან 4 ნიანგი უკვე გამოიჩეკა და სამეგრელოს კლიმატთან შეგუების მიზნით ისინი სერპენტარიუმში არიან მოთავსებული, რომლებსაც გარკვეული პერიოდის შემდეგ; ხელოვნურ ტბორში გაუშვებენ.
ჩიკორაიას; ინფორმაციით, ფერმის მოწყობის ყველა სტანდარტული მოთხოვნა დაცულია და ნიანგების მოშენებისთვის ლიცენზიაც აღებულია. მისი; თქმით, კაიმანის ჯიშის ნიანგი სიგრძეში 1 მეტრსა და 20 სანტიმეტრს აღწევს. გამრავლებას 3 წლის ასაკიდან იწყებენ, რომელთა ხორცი უქოლესტერინოა და ტყავიც მაღალხარისხიანია.
;ნიანგების ფერმის მთავარ სპეციალისტს მიაჩნია, რომ სამეგრელოში წარმოებული ნიანგის ხორცის და ტყავის ექსპორტი არ გაჭირდება. მისი თქმით, ევროპაში 1 კილოგრამი კაიმანის ხორცი 40 ევრო ღირს, ხოლო საქართველოში სოციალური პრობლემების გამო, ეგზოტიკური საკვების მოყვარულები ნიანგის ხორცის შეძენას გოჭის ხორცის ფასად შეძლებენ.
;საქართველოში ნიანგების ფერმის გაკეთება შარშან, არგენტინაში ყოფნის დროს გადაწყდა.