გამოვიდა სახელმძღვანელო  - „სახელმწიფო შესყიდვების, ლიცენზიებისა და ნებართვების სამართალი“

გამომცემლობა „მერიდიანმა“ პროფესორების - მაკა სალხინაშვილისა და ციალა ჩქარეულის სახელმძღვანელო - „სახელმწიფო შესყიდვების, ლიცენზიებისა და ნებართვების სამართალი“ გამოსცა.

სახელმძღვანელო განკუთვნილია პედაგოგების, სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის,; აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.

“სახელმძღვანელო საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ მასში განხილული თემების კუთხით საქართველოში მნიშვნელოვანი მეცნიერული კვლევა არ განხორციელებულა. ნაშრომი სახელმწიფო შესყიდვების, ლიცენზიებისა და ნებართვების სამართლში სახელმძღვანელოს შედგენის პირველი ცდაა”, - აღნიშნა სახელმძღვანელოს ერთ-ერთმა ავტორმა მაკა სალხინაშვილმა.

მისივე განმარტებით, “სახელმწიფო შესყიდვებისა” და “ლიცენზიებისა და ნებართვების” სამართალი, როგორც სასწავლო დისციპლინა,;; დიდი ხანი არ არის, რაც დამკვიდრდა უმაღლეს სასწავლებლებში. ზოგ მათგანში ზემოაღნიშნული კურსი ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილის ერთ-ერთ თავშია წარმოდგენილი, ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელში, კი ცალკე საგნად ისწავლება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე