ისლამური ექსტრემიზმი პოლიტიკური იდეოლოგიაა, რომელსაც მხარს უმცირესობა უჭერს . "ეხო მასკვის" ინფორმაციით, ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მუსულმანი და ექსტრემიზმი სხვადასხვა რამეა და არასწორია იმის თქმა, რომ მუსულმანური სამყარო და დასავლეთი შეუთავსებადია.
"შეხედეთ ტუნისს და ეგვიპტეს, სადაც ათასობით ადამიანი თავისუფლების უფლებას და დემოკრატიას ითხოვს", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრმა.