გორში 29 წლის კაპრალი  მოკლეს

29 წლის კაპრალი ქეთი კახნიაშვილი მოკლეს .

მკვლელობაში ეჭვმიტანილია ჯონი ქოჩხიანი, რომელმაც მკვლელობის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. დაჭრილი ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა სახელდება.

როგორც გარდაცვლილის ნათესავები ყვებიან, ჯონი ქოჩხიანი წლების განმავლობაში ქეთი კახნიაშვილს ცოლობას სთხოვდა, თუმცა უარს ღებულობდა. გუშინ, ღამით მისულმა ქეთი კახნიაშვილს უთხრა, რომ ცოლად თუ არ გაყვებოდა მასაც მოკლავდა და თავსაც მოიკლავდა. ნათესავების თქმით, ქოჩხიანს ეუბნებოდნენ, რომ კახნიაშვილს საქმრო ჰყავდა და თავი დაენებებინა.

ქეთი კახნიაშვილი კოჯრის ბატალიონში კაპრალი იყო. იგი 7 თვე ერაყშიც მსახურობდა.

გარდაცვლილი კარალეთში, საკუთარ სახლშია გადასვენებული.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა