ჰოსნი მუბარაქი თანამედროვე ეგვიპტის ფარაონია, - ამგვარ შეფასებას აკეთებს ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის შესახებ რადიო "ეხო მასკვი".
"მუბარაქი ეგვიპტის თანამედროვე ფარაონია, თუმცა, მას არ დაუხარჯავს დრო და ხელქვეითთა ჯანმრთელობა განიალურად უაზრო პირამიდების მშენებლობაზე; მისი საზრუნავიც – ეგვიპტის ნამდვილი სიბნელე, არ შეედრება არქეოლოგიურ რამზესსა და ტუტანჰამონებს. ძველ მეუფეებს მხოლოდ სიცოცხლეშივე საფლავების აშენება და ყველა მეზობელთან ომი შეეძლოთ. რისთვის არის საჭირო დღეს "მკვდართა ქალაქის" აშენება, როცა ცოცხლებსაც კი ვერსად დატევ? ვერანაირი სტატისტიკა ვერ დაითვლის, რამდენი მილიონი მცხოვრები შეიფარა ქაირომ, ისინი კი ნაყოფიერდებიან და მრავლდებიან", - ნათქვამია "ეხო მასკვიზე" გამოქვეყნებულ მუბარაქის პორტრეტში.
მუბარაქის გადაგომაზე მიმოხილვა ორიგინალური სათაურით გამოაქვეყნა "ნიუსრუმაც". "მუბარაქმა ალაჰი მოატყუა. გაფრინდა და ძალაუფლება სამხედროებს გადასცა", - წერს ინტერნეტპორტალი და "ალაჰის მოტყუებაში" ეგვიპტის უკვე ყოფილი პრეზიდენტის მცირეხნისწინანადელ ფიცს გულისხმობს, როცა მან ალაჰი დაიფიცა იმის დასადატურებლად, რომ არ გადადგებოდა.
სამკვირიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი 11 თებერვალს გადადგა. მასობრივი არეულობებისას 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.