საჯარო სამსახურში ვაკანსიების მოძიება ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი

საჯარო სამსახურში არსებულ ვაკანსიებზე ინფორმაციის მოძიება, ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი.

ვებ-გვერდის შექმნას და მისი მეშვეობით საჯარო კონკურსის გამოცხადებას "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილება ითვალისწინებს, რომლის ინიციატორები პარლამენტის წევრები კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან.

როგორც კანონპროექტშია განმარტებული, კონკურსი უშუალოდ დაწესებულების მიერ გამოცხადდება და მას აღარ მოუწევს ფინანსებისა და იმ დროის ხარჯვა, რაც არსებული ვაკანსიის ოფიციალურ ბეჭვდით ორგანოში გამოცხადების თაობაზე საჯარო სამსახურის ბიუროში წერილობითი თხოვნის გაგზავნას ესაჭიროება.

სპეციალური ვებ-გვერდი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ იქნება ადმინისტრირებული.

ვებ-გვერდის არსებობის მიუხედავად, საჯარო სამსახურს ვაკანსიის შესახებ განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა, ბეჭდვით ორგანოშიც ექნება, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ინტერნეტთან წვდომა ხელმისაწვდომი არ არის.

ამას გარდა, უახლოეს მომავალში ასეთ ვებ-გვერდზე მოქალაქეებსაც შეეძლებათ საკუთრი CV –ის განთავსება.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის