ტაო-კლარჯეთის ქართული ტაძრები განადგურების პირასაა

ტაო-კლარჯეთში არსებული ქართული ისტორიული ძეგლების მდგომარეობა კატასტროფულია და დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უძრავი ძეგლების ატრიბუციისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსმა გიორგი გაგოშიძემ განუცხადა

28 კაციანი ქართული დელეგაცია ტაო-კლარჯეთიდან დღეს დაბრუნდა.

გაგოშიძის თქმით, განადგურების პირასაა ყველა ტაძარი, რასაც ხელს ნაპრალებში ჩამავალი წვიმა და თოვლი უწყობს ხელს.

~მე რამდენიმე წლის წინ ვიყავი ტაო-კლარჯეთში, მაგრამ ახლა რაც ვნახე, ტრაგედიის ტოლფასია. ტაძრების ნგრევის პროცესი პროგრესირებადია. წვიმის წყალი და თოვლი ნაპრალებში ჩადის და იყინება. ყინულის ლღობის დროს კი, ნაპრალები ფართოვდება და იზრდება, რაც ნგრევას აჩქარებს. უსწრაფესი რეაგირებაა საჭირო. ხარაჩოები მაინც უნდა გაკეთდეს დაუყონებლივ, რათა ტაძრის სიმძიმე ხარაჩოებზე გადავიდეს. შემდეგ კი, პროექტის მიხედვით უნდა დაიწყოს რეაბილიტაცია~,-განაცხადა გიორგი გაგოშიძემ.

მისივე ინფორმაციით, უნიკალურია ოშკისა და იშხანის არქიტექტურა და მათი ჩამოშლის შემთხვევაში განადგურდება ფრესკები, რომლებიც ტაძრებში 1032-1036 წლებშია შექმნილი.

განადგურება ემუქრება ოშკის გუმბათსაც, რომელიც დავით კურაპალატის მეფობის პერიოდში 963-973 წლებშია აგებული. ექსპერტთა განცხადებით, ოშკის ტაძარი და მისი გუმბათი აღმოსავლეთ ქრისტიანული ქვეყნების ხუროთმოძღვრების შედევრს წარმოადგენს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნათია მურაჩაშვილის ინფორმაციით, ექსპედიცია, რომელიც რესტავრატორებისტან, ისტორიკოსებისგან, ექსპერტებისგან, არქიტექტორებისა და ჟურნალისტებისგან შედგებოდა, 17 თებერვლიდან ატარებდა ტაო-კლარეთში შემორჩენილი სამონასტრო კომპლექსების კვლევებს.

მურაჩაშვილის განცხადებით, უამინდობის გამო, ექსპედიცია ხანძთისა და ოთხთა სამონასტრო კომპლექსებში ვერ ავიდა.

ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში გაზაფხულზე კვლავ გაემგზავრება, რათა იმ ტაძრების ვითარებაც შეისწავლონ, რომელთა მონიტორინგი ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.

ექსპერტთა განცხადებით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს საქართველო-თურქეთს შორის სახელმწიფათაშორისი ხელშეკრულების გაფორმება, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს მხარეს, დროულად გადაარჩინოს თურქეთის ტერიტორიაზე არსებული მემკვიდრეობა.

ნათია მურაჩაშვილის თქმით, ტაო-კლარჯეთის ქართული სამონასტრო კომპლექსების ნაშთების გადაღება 5 ვიდეოკამერით მიმდინარეობდა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა