ისტორიულ ჰერეთში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია აღადგინეს

ისტორიულ ჰერეთში XIX საუკუნის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია აღადგინეს. საინფორმაციო სააგენტო "კავკაზსკი უზელის" ინფორმაციით, სოფელ ალიბეილიში მდებარე ეკლესია საყოფაცხოვრებო ფუნქციას ასრულებდა და იქ სასუქს ინახავდნენ.

სააგენტოს ცნობით, პირველ ეტაპზე ეკლესიის ინტერიერი აღდგა, შემდგომ კი ფასადი და მისასვლელიც გზაც. რეაბილიტაცია ადგილობრივ მცხოვრებთა და ორგანიზაციათა შემოწირულობით განხორციელდა. პირველი წირვა-ლოცვა აღდგენილ ეკლესიაში ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა ბასილ გიგოლაშვილმა აღავლინა. ადგილობრივი მოსახლეობა იმედოვნებს, რომ წმინდა ნინოს ახალაღდგენილ ტაძარში სასულიერო პირს საქართველოს საპატრიარქო მიავლენს.

"კავკაზსკი უზელის" ინფორმაციით, სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს მუშაბაშში მდებარე მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, ალავერდის წმინდა ნინოს და ქოთოყლოს სამების სახელობის ტაძრები.

საქართველოს საპატრიარქოში ალიბეილიში ეკლესიის აღდგენაზე ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს