ვაკეში "გუდვილის" ქვებრენდის სახით, დღეს სამკერვალო მაღაზია-სალონი "მერლინი" გაიხსნა.
ახალი სავაჭრო ობიექტი "გუდვილის" პირველი ტანსაცმლის მაღაზიაა, რომელიც დაბალი ფასებით იქნება გამორჩეული.
მაღაზიის დღეს პომპეზურად გაიხსნა და მას მასმედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
~გუდვილის~ მენეჯმენტის ინფორმაციით, სამკერვალო მაღაზია-სალონ ~მერლინში~ წარმოდგენილი იქნება ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ყველა ზომის ტანსაცმელი, ასევე თეთრეული, ქსოვილები და აქსესუარები.
~მერლინის~ უპირატესობას წარმოადგენს პროდუქციის მრავალფეროვნება, დაბალი და ხელმისაწვდომი ფასები. მაღაზიაში ყველაფერი ადგილობრივი წარმოებისაა, თუმცა ხარისხით უცხოურ ნაწარმს არ ჩამოუვარდება. "მერლინში" ტანსაცმლის ფასი 15 ლარიდან დაიწყება, თეთრეულის ფასი 6 ლარიდან, ქსოვილები კი 8 ლარი ეღირება~, - განაცხადა მაღაზიის დირექტორი მიხეილ ჩარკვიანმა.
მისივე ინფორმაციით, მაღაზიაში წარმოდგენილია BთM-ის პროდუქცია, რომელიც ხელვაჩაურის რაიონში მდებარე ფაბრიკაში იკერება. მაღაზიასთან იფუნქციონირებს სამკერვალო სალონი, სადაც ~მერლინში~ შეძენილი მატერიებისაგან სასურველი სამოსის შეკერვა და გადაკეთება იქნება შესაძლებელი.