საგამომცემლო სახლ "მედიაპალიტრას" ახალი გამოცემა შეემატა - "ისტორიანი". ახალი ჟურნალის პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში 5 მარტს გაიმართება.
ჟურნალი "ისტორიანი" ისტორიულ-შემეცნებითი ყოველთვიური გამოცემაა. ამასთან, მარტის თვიდან "ისტორიანთან" ერთად გამოვა კონსტანტინე გამსახურდიას "დავით აღმაშენებელი", სრული ვერსიის 8 ტომი.
თითოეული ტომის შეძენა "ისტორიანის" ყოველ ახალ გამოცემასთან ერთად იქნება შესაძლებელი.
"ისტორიანის" პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში 13.00 საათზე დაიწყება.