თემურ კოხოძე "საირმის განვითარების კომპანიას" ზაფხულში, უკრაინელ ინვესტორებს გადასცემს

დეპუტატი თემურ კოხოძე მის მფლობელობაში მყოფ "საირმის განვითარების კომპანიას" ზაფხულში, უკრაინელ ინვესტორებს გადასცემს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თემურ კოხოძემ განუცხადა, უკრაინელი ინვესტორები თავად ჩამოიყვანა, რომლებმაც არაერთხელ ნახეს კურორტი საირმე და საბოლოო გადაწყვეტილებაც აქვთ მიღებული, რომ დაახლოებით 6 მილიონ დოლარს ჩადებენ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კარგი ბიზნეს გარემოა, არ არის კრიმინალი და ა.შ, ბიზნესმენები მაინც ფრთხილობენ.

შესაბამისად, "საქმე რომ არ გაჩერებულიყო", სწორედ ამიტომ შექმნა "საირმის განვითარების კომპანია" თემურ კოხოძემ, რომელსაც არ მართავს, ფლობის უფლება კი აქვს.

რაც შეეხება ინვესტორებს, თემურ კოხოძის ინფორმაციით, ისინი საქართველოში აგვისტომდე ჩამოვლენ და "საირმის განვითარების კომპანიას" მათ მაშინვე გადასცემს.

უკრაინელი ინვესტორების ვინაობას თემურ კოხოძე ჯერჯერობით არ ამხელს და აცხადებს, რომ მათივე სურვილია, "ყველაფერი საქართველოში ჩამოსვლისას" თქვან, თუმცა, კოხოძე აღნიშნავს, რომ ის ამ ინვესტორების დიდი ხსნის მეგობარია.

მიმდინარე კვირას კურორტი საირმე დეპუტატ თემურ კოხოძის "საირმის განვითარების კომპანიას" სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა