ხაშურის გამგებელმა სოციალურად დაუცველ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა მოსიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს.

გამგებელი პირადად ესტუმრა სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ქალბატონებს საჩუქრად ყვავილები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი და ჰიგიენური საშუალებები გადასცა.

,,დღევანდელი დღე ყველა ქალბატონისთვის სასიხარულო და ლამაზია, მინდა მოგილოცოთ და გამოვხატო თანადგომა თქვენი და თქვენი ოჯახების მიმართ", - აღნიშნა ხაშურის გამგებელმა მამუკა მოსიაშვილმა.

ადგილობრივი ხელისუფლების საჩუქარი 24–მა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა მიიღო.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა