თბილისის რამდენიმე ქუჩას დაღუპული ჯარისკაცების სახელი მიენიჭა

თბილისის რამდენიმე ქუჩას რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების სახელი მიენიჭა.

თბილისის საკრებულოს დადგენილებით, დედაქალაქის თერთმეტ ქუჩასა და ერთ სკვერს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული თერთმეტი მეომრის სახელი მიენიჭა. კერძოდ, დიღმის მასივში ოთარ შალიკაშვილის სახელობის ხიდთან მდებარე სკვერს ერეკლე ყულოშვილის, ხოლო ვეძისის დასახლებაში მდებარე ზოვრეთის ქუჩას გიორგი სხვიტარიძის სახელი დაერქვა. სახელები გადაერქვა გლდანი-ნაძალადევის რაიონში მდებარე შემდეგ ქუჩებს: სერგო ლაზოს ქუჩას გელა ჭედიას, სტეფანე ლეკიშვილის ქუჩას კი გია რომელაშვილის სახელები მიენიჭა. მუხიანისა და გლდანის I მკრ-ის შემაერთებელ და სამხედრო დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩებს კი მარატ ნოზაძის და ლერი ლაგურაშვილის სახელები დაერქვა.

ისანი-სამგორის რაიონში მდებარე საბარგო დასახლების პირველ ქუჩას, კახეთისა და სამგორის ჩიხებს, მარელისისა და ქედის კომუნის ქუჩებს,; შესაბამისად, ალექსანდრე თანდაშვილის, რევაზ მამისაშვილის, გიორგი ნადარეიშვილის, ილია ბაბუციძის და შალვა დოლიძის სახელები მიენიჭა.

ქუჩებისათვის დაღუპულ მეომართა სახელების მინიჭებას საკრებულოს დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

“25 თებერვალს ჩვენ მოსახლეობას პირობა მივეცით, რომ რამდენიმე ქუჩას რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული მეომრების სახელი დაერქმეოდა. დაპირება საკრებულოს პირველივე სხდომაზე ავასრულეთ. ამითი ჩვენ მათი ხსოვნის უკვდავყოფას ჩავუყარეთ საფუძველი”, – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილმა.;;;

საკრებულოს დადგენილებით, ასევე ძველი თბილისის რაიონში, მარიონეტების თეატრის წინ მიმდებარე ტერიტორიას “თეატრის მოედნის” სახელი დაერქვა. სახელი შეეცვალა ასევე ძველ უბანში მდებარე თხინვალის ქუჩას და მას ალპინისტ ზაალ ქიქოძის სახელი ეწოდა.;

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მერიამ აღნიშნული დადგენილებების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება ერთი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის