ფარავნის ტბა ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაში არ შევა

ფარავნის ტბა ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაში არ შევა.

როგორც "ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტის განხილვისას გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაზა გამცემლიძემ განმარტა, ფარავნის ტბაზე სერიოზული ინფრასტრუქტურის შექმნა იგეგმება, რაც დაცული ტერიტორიის პრონციპში არ ჯდება და შესაბამისად, გადაწყდა, რომ ფარავნის ტბა დაცულ ტერიტორიაში არ შესულიყო.

ჯავახეთის დაცული ტერიტორიის შემადგენლობაში ჯავახეთის დანარჩენი ტბები შევლენ - კარწახის ტბის აღკვეთილი, სულდის ჭაობის აღკვეთილი, ხანჩალის ტბის აღკვეთილი, ბუღდაშენის ტბის აღკვეთილი და მადათაფის ტბის აღკვეთილი.

აღნიშნული ტბები უნიკალური ენდემური ჯიშის გადამფრენი ფრინველების დასასვებელ ადგილებს წარმოადგენენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა