სამოდელო სააგენტო "იმიჯ-ცენტრი" პროფესიულ სამოდელო კონკურსს "NEW FACE MODEL SEARCH"-ს აცხადებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "იმიჯ ცენტრიდან" აცნობეს, კონკურსის ძირითადი მიზანია, ახალი სახეების აღმოჩენა, მათი მაღალპროფესიულ დონეზე მომზადება, საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანა და ადგილობრივ ბაზარზე დასაქმება.
კონკურსი უკვე მეორე წელია ტარდება. წელს კონკურსი გოგონებისა და ვაჟებისთვის ერთდროულად ჩატარდება. სამოდელო კონკურსში "Nეწ Fაცე Mოდელ შეარცჰ Mენ ანდ ჭომენ 2011" 16-დან 24 წლამდე ასაკის შესაბამისი გარეგნობის გოგონები და ვაჟები დაიშვებიან.
მარტის ბოლოს ჩატარდება წინაშესარჩევი კასტინგი, რომლის შედეგადაც შეირჩევა 15 ვაჟი და 15 მოდელი გოგონა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ფინალურ ღონისძიებაში, სადაც გამარჯვებულები დასახელდებიან.
კონკურსის ფარგლებში გათვალისწინებულია კონკურსანტების მოსამზადებელი ეტაპი ვაკის საცურაო აუზზე ~ნეპტუნი~ და კლინიკაში ~მედი~. კონკურსანტებს ჩაუტარდებათ ფოტოსესიები ~კიკალა სტუდიოში~ და ფოტოები განთავსდება კომპანია "Pიხელ"-ის მიერ დამზადებული ღონისძიების ახალ ვებ-გვერდზე წწწ.ნეწფაცე.გე და ყოველკვირეულ ჟურნალ ~რეიტინგში~.
საკონკურსო პირობების დეტალებზე კონკურსის ორგანიზატორები დღეს, 13.00 საათზე ~დიდუბე-პლაზაში~ პრესკონფერენციას გამართავენ.