იაპონიის მეტეოროლოგიური სამმართველოს ცნობით, პარასკევს მომხდარი მიწისძვრის მაგნიტუდამ არა 8,9, არამედ 9 ბალი შეადგინა, - ამის შესახებ "გაზეტა.რუ" იუწყება.
სამმართველომ აღნიშნული შესწორება კვირას დილით, სეისმური და სხვა სახის მონაცემების შესწავლის შემდეგ შეიტანა. სპეციალისტების განცხადებით, იაპონიაში მომხდარი მიწისძვრა 2004 წელს სუმატრაზე მომხდარი მიწისძვრის იდენტური იყი.
იაპონიაში 11 მარტს 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ტოკიოს ჩრდილო-აღმოსავლეთით 373 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია, ტალღების სიმაღლემ 10 მეტრს მიაღწია. კატასტროფას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.