თბილისში საერთაშორსიო კონფერენცია ~ლევ ტოლსტოი და კავკასია~ ჩატარდება. საინფორმაციო სააგენტო "ნიუს.ამ"-ის ცნობით, ლევ ტოლსტოის დღეები თბილისში 15-20 აპრილს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ქართველების გარდა, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ჩამოსული მეცნიერები მიიღებენ.
სამეცნიერო ხასიათის შეხვედრების გარდა, თბილისში ჩამოსული მეცნიერები იმ სახლსაც მოინახულებენ, სადაც 1851 წელს ლევ ტოლსტოი თბილისში სტუმრობის დროს ორი თვე ცხოვრობდა.
ქართველი და უცხოელი მეცნიერები სამცხე-ჯავახეთში, დუხობორებით დასახლებულ სოფელ გორელოვკასაც ეწვევიან, სადაც ლევ ტოლსტოის ფინანსური მხარდაჭერით აშენებული სკოლა დღესაც ფუნქციონირებს. გორელოვკაში მრგვალი მაგიდაც გაიამრთება, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი მცხოვრებლებიც მიიღებენ.
დუხობორების რამდენიმე ოჯახი სამცხე-ჯავახეთში მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთის იმპერიამ იმ მოტივით გადაასახლა, რომ თავიანთი რელიგიური შეხედულებების გამო რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას უპირისპირდებოდა.
სოფელ გორელოვკაში გასული საუკუნის 80-იან წლებამდე 4000 დუხობორი ცხოვრობდა. საქართველოში შექმნილი მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემების გამო მათი უმრავლესოვბა რუსეთში დაბრუნდა. დღეს გორელოვკაში 400 დუხობორი ცხოვრობს.