საქართველოში სამინისტროებს შორის ყველაზე ინფორმაციული ვებგვერდი შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს. www.police.ge-მ ყველაზე მეტი - 24% მიიღო. მეორე ადგილზე 23%-ით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდი (www.mes.gov.ge) გავიდა, ხოლო მესამე ადგილზე 22%-ით, იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდია (www.justice.gov.ge).
საიტ onlinenews.ge-ს მიერ ერთი თვის განმავლობაში ჩატარებულ გამოკითხვაში 10500-მა უნიკალურმა მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა.
საპრიზო ადგილზე გასულ სამინისტროების წარმომადგენლებს საიტისგან სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი სიმბოლოები გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონია სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა.
ღონისძებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი და იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ანდრო გიგაური დაესწრნენ.