კონკურს "ლეონარდო დავინჩი"-ს ფარგლებში ქართველი მეცნიერები სკოლებში საჯარო ლექციებს მართავენ

მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსი "ლეონარდო დავინჩი"-ს ფარგლებში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინიციატივით, ქართველი მეცნიერები საჯარო სკოლებში ლექციებს მართავენ. სკოლის მოსწავლეების სწავლის დონის ამაღლების, მეცნიერებით დაინტერესებისა და პოპულარიზაციის მიზნით, საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავის სკოლის მოსწავლეებს დღეს ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილი ესტუმრა. X-XII კლასელებთან შეხვედრისას მეცნიერმა ჯერ თეორიულად ისაუბრა ქიმიის როლზე ყოფით ცხოვრებაში, შემდეგ კი მოსწავლეები პრაქტიკულ ცდებში ჩართო.

მანავის სკოლაში გამართულ ლექციას შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორიც დაესწრო. სულხან სისაურმა მოზარდებს მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის, "ლეონარდო და ვინჩი"-ს პირობები დეტალურად გააცნო და მათ კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

კონკურსის "ლეონარდო და ვინჩი" ფარგლებში საჯარო ლექციები 2 მარტიდან მიმდინარეობს. აქცია საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და მასში სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების 40-მდე ქართველი მეცნიერი მონაწილეობს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის